მინაშვილი – შიმშილობის ამ ფორმაზე არ შევჩერდებით, გავაგრძელებთ პროსტესტის სხვა ფორმებს

პროტესტის ამ ფორმაზე არ შევჩერდებით, გავაგრძელებთ პროსტესტის სხვა ფორმებს, მათ შორის მანიფესტაციებსა და დემონსტრაციებს სახელმწიფო უწყებებთან, შესაძლოა პროტესტის ეს ფორმა რაღაც პერიოდის შემდეგ სხვა ლოკაციაზე გაგრძელდეს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტი იქნება მწვავე, მაგრამ არაძალადობრივი.

“მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, რომელიც პოლიტიკური მძევალი და პოლიტიკური დევნილია. ყველა აღიარებს – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა ოპოზიციური პარტია, რომ ეს სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, მართავს „კლანი“, შესაბამისად, ამ ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლიანი რადგან დამოკიდებულები არიან ხელისუფლებაზე. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ბიძგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდეს, ამიტომ ეს საკითხი ცდება პარტიულ მიზნებსა და ამოცანებს”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა შიმშილობა პროტესტის ის ფორმა, რითაც დასახულ მიზნებს განახორციელებენ, მინაშვილი ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი ფორმაა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში ცვლილებებს მიაღწევენ.

“შიმშილობა არის პროტესტის ის ერთ-ერთი ფორმა, რითაც საბოლოო ჯამში მივაღწევთ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებას”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაზის გაჟონვის შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა – ტრაგედია დიდუბეში
შემდეგი სტატიაღუდუშაური – თბილად მოკალათებულია „ნაცმოძრაობის” რამდენიმე ლიდერი, ამომრჩევლებს კი უკიჟინებენ სიცივეში წამოწვნენ