მიმართვა მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) და საქართველოს ეკლესიის ყოველ წევრს!

მე ვფიქრობ, გამომდინარე საპატრიარქოს აპარატის, უფრო ზუსტად გახრწნილი ავაზაკთა ბანდის მიერ საეკლესიო ძალაუფლების მიტაცების, უზურპირების და საეკლესიო კრების არ მოწვევის გამო, მიტროპოლიტმა პეტრემ ოფიციალური წერილით უნდა მოსთხოვნა საქართველოს საპატრიარქოს, გარკვეულ ვადამდე, მაგალითად ორი თვის ფარგლებში, მოწვეულ იქნეს გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც სუსის და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საეკლესიო კანონიკური პროცედურებით წარიმართება საეკლესიო პროცესი და პრობლემათა გადაჭრა. თუ მოთხოვნილი დროის ფარგლებში და არ მოიწვევენ საეკლესიო კრებას და საპატრიარქოს აპარატი გააგრძელებს მავნებლურ ობსტუქციას და ანტიკანონიკურ ქაოსს, მიტროპოლიტმა პეტრემ და საეკლესიო დასმა, ვისაც შერჩა სინდისი და საეკლესიო აზროვნება, წმინდა კანონებისა და საეკლესიო ტრადიციის თანახმად შესაბამისი სააპელაციო მოთხოვნით უნდა მიმართოს მსოფლიო პატრიარქს, რათა მოიწვიოს ქაოსში და ანტიკანონიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველოს ეკლესიის მდგომარეობის გამოსასწორებლად საეკლესიო კრება, რადგან ავტოკეფალია არ ნიშნავს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოყოფას და გამიჯვნას. ასეთი კრებები ხშირად და მრავალგზის მოწვეულა პირველსაყდართა (რომი, კონსტანტინოპოლი) მიერ, სქიზმის მერე კი კონსტანტინოპოლის პურველსაყდრის მიერ ადრეულ საუკუნეებშიც და უახლოეს პერიოდებშიც!

ღვთის დიდებით და იმედით დეკანოზი ილია ჭიღლაძე
30 მარტი, 2021

ღვთის დიდებით და იმედით დეკანოზი ილია ჭიღლაძე
30 მარტი, 2021

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონის მედიატორობით „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა