ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც ამ წუთებში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ხელისუფლებისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაერთიანებული შეხვედრა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.

“მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის ალიკა კუპრავას განცხადებით, ოპოზიციამ საკვანძო მოთხოვნებზე, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, პოზიცია არ უნდა დათმოს.

“მადლობას ვუხდით სრულიად ოპოზიციურ სპექტრს იმ პრინციპული პოზიციისთვის, რომელიც შეესაბამება სახელმწიფოს ინტერესებს. მოვუწოდებთ ოპოზიციას, მყარად დადგნენ თავიანთ პოზიციაზე და არ დათმონ ორი საკვანძო საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული ის პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც უკან დაიხევს, საზოგადოების მხრიდან შესაბამის რეაქციას მიიღებს, ეს გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდებათ. “ქართული ოცნება” დესტრუქციული ძალაა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურება და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, ისინი ეცდებიან ჩაშალონ მოლაპარაკებები. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ და მომავალში პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა, ასევე ვადამდელი არჩევნები არის უმთავრესი, რაზეც ოპოზიციამ ბოლომდე უნდა გაიტანოს ქართველი ხალხის პოზიცია”,- განაცხადა კუპრავამ.

banner
წინა სტატიაშიპუბლიკა- რა წერია დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში – პუნქტები
შემდეგი სტატიამიმართვა მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) და საქართველოს ეკლესიის ყოველ წევრს!