მიხეილ სარჯველაძე „ლელოს“ მოთხოვნაზე – ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია და სხვა არაფერი!

ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია და სხვა არაფერი! – ასეთია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის პოზიცია „ლელო“ მოთხოვნაზე, რომელიც მმართველი გუნდისგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ მათ მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას ითხოვს.

როგორც სარჯველაძემ „ლელოს“ პასუხად აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა წინასწარ კონსულტაციებია, რასაც „ლელოს“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

„ხშირ შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების დროს ოპოზიცია გვაკრიტიკებს, რომ ნაკლები კონსულტაციები იყო, მაგრამ როდესაც თვითონ საერთოდ საკითხს უკონსულტაციოდ წარმოადგენენ, სწორედ ამას უნდა მიაწერონ, რომ კანონის პროექტის განხილვა ისე სწრაფად არ ხდება, როგორი სურვილიც მათ აქვთ. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, ამ თემაზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელში მონაწილეობისგან, მათ შორის „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია – სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა
შემდეგი სტატიადენის შმიგალი – რუსეთის ძალებმა დღეს დილით დარტყმები განახორციელეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ასობით დასახლებული პუნქტია დარჩენილი