“მიხეილ სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია პარტიის მომავალმა, წავსულიყავით საპარლამენტო, თუ რევოლუციის გზით”

მიხეილ სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია პარტიის მომავალმა, თუ რა გზით უნდა წავსულიყავით – საპარლამენტო, თუ ქუჩის, რევოლუზციის გზით – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ განმარტა, ქვეყნის ინტერესში არ არის ქუჩის და რევოლუციის გზით წასვლა.

“არჩევნებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისკენ ხელი არავის გაუშვერია. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმან, თუ რა გზით უნდა წასულიყო ჩვენი პარტია საპარლამენტო, თუ ქუჩის და რევოლუციის გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ჩვენი ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესშია, არჩევნების გზით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს იყო განსხვავება და აზრთა სხვადასხვაობა, რაზეც ვკამათობთ პარტიაში და არა ვინმესკენ თითის გაშვერა”, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო
შემდეგი სტატია“აი, ენმ-ს ლიდერშიფის მთელი არსენალი დღეს, უნდა წავიდნენ”- ბარნოვი ბოკერიას განცხადებას პასუხობს