“აი, ენმ-ს ლიდერშიფის მთელი არსენალი დღეს, უნდა წავიდნენ”- ბარნოვი ბოკერიას განცხადებას პასუხობს

მე ვტოვებ პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს

ანდრო ბარნოვი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ამ სუბიექტის და მისი შანტრაპის პრობლემა ზუსტად ესაა, რასაც თავად აცხადებს აქ. ქუჩის შიში და ზიზღი აქვთ პატივცემულებს. სკამებს შეზრდილი, სნობი ბიუროკრატების ხელშია დღეს ნაციონალური მოძრაობა, არანაირი შანსი, რომ ამ ადამიანების ხელში პარტია გაიხსნას, უბრალოდ არ არსებობს. მანიპულაციები, ინტრიგნობა და ბინძური კამპანიები – აი, ენმ-ს ლიდერშიფის მთელი არსენალი დღეს. უნდა წავიდნენ”, – წერს ბარნოვი სოციალურ ქსელში.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარლამენტში შესვლის ნაცვლად პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანა კარგს არაფერს მოუტანდა ქვეყანასა და პარტიას.

banner
წინა სტატიაში“მიხეილ სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია პარტიის მომავალმა, წავსულიყავით საპარლამენტო, თუ რევოლუციის გზით”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: “გირჩი” საზოგადოებას აბოლებს