მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება გამორიცხულია

„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება გამორიცხულია, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ქაოსია სასამართლოს დადგენილებაში. ჯერ აცხადებდნენ, რომ ბრალი წაყენებული იქნება დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაზე, შემდეგ გადაკვალიფიცირდა სასტუმრო კიევში პარლამენტის კუთვნილი შენობის ნაწილის უკანონო დაკავებაზე,“ – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ, გადაცემა განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცადა.

ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დასავლეთის აზრის გათვალისწინება მოუწევს.

„პოროშენკოს იმაზე უფრო მეტ ჯოჯოხეთში გავლა მოუწევს, ვიდრე იანუკოვიჩს მოუწია, როდესაც ციხეში ჰყავდა ჩასმული ტიმოშენკო და ლუცენკო,“ – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ კბილაშვილი 2013 წელს აჰმედ ჩატაევის გირაოთი გათავისუფლებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაია: ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზებები (video)