მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემით „თავი არ შეირცხვინოს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ცერცვაძის საქმეს სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე ეხმაურება და უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ პოროშენკოს მოუწოდებს, ქართველი ოფიცერი რუსეთს არ გადსცეს:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი გიორგი ცერცვაძე ვაჟკაცურად იბრძოდა რუსი აგრესორების წინაღმდეგ 2008 წელს და როგორც კი დაიწყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, როგორც ასობით ქართველი მოხალისე, ჩათვალა თავის მოვალეობად დაეცვა უკრაინა.
გია მრავალ საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობდა დონბასში, მოგვიანებით კი უკრაინული სპეცნაზის ინსტრუქტორი გახდა.
საქართველოს მთავრობა, რომელსაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ძალიან არ უყვარს მებრძოლები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან. ბევრ მათგანზე საქართველოში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე.
ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცეს, რამაც საშუალება მისცა რუსეთს დაედანაშაულებინათ ის მკვლელობაში, შეკერილი საქმეზე და გამოაცხადეს მასზე ძებნა. ეს მოსკოვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რაც ყველასთვის ცნობილია უკრაინაში.
საზღვარი არ ქონდა ჩემს გაოცებას, როდესაც მოსკოვის მოთხოვნით ვიცე პოლკოვნიკი ცერცვაძე დააკავა უკრაინის პოლიციამ და დაიწყო პროცესი, რომელიც განიხილავს მის მოსკოვში ექსტრადიციას. კიევის სასამართლომ დატოვა პატიმრობაში ის, მისი რუსეთისთვის გადაცემის შესახებ საკითხი გადაწყვეტამდე.
მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას: თავს ნუ შეირცხვენთ! არსებობდა ძველი კაზაკური ტრადიცია, არ გადაეცათ დევნილები, მითუმეტეს მებრძოლები მტერი ქვეყნისთვის. ნუთუ ოფიციალურად არსებული დადასტურება, რომ ცერცვაძე მონაწილეობდა რუსულ-ქართულ ომში, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ არ გადასცე ის მტერს, სადაც პუტინის რეჟიმის დამსახურებულად მოძულე მებრძოლის სიცოცხლე ნამდვილად დადგება სიკვდილის საფრთხის წინაშე.
აღმოსავლეთში უკვე 10 ქართველი მოხალისე დაიღუპა, ორი კი მაიდნის დროს ასეულობით დაღუპულთა ნაწილი გახდა. მათ იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ და რისკავდნენ. მე შევხვდი დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების წევრებს და თითოეული მათგანი ადასტურებდა ჩვენი გმირების მაღალ მოტივაციას.
ეს საქართველოს და უკრაინის პატრიოტები მოდიოდნენ აქ არა პატივის მისაღებად, მაგრამ, ალბათ არც ასეთ შავ უმადურობას ელოდნენ ხელისუფლების მხრიდან.
დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ კი უკრაინის მთავრობა ზუსტად ასე მოექცევა უკრაინის გმირებს. თუ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას თავისი დამცველები, რომელი დამცველები დაიცავენ მას ბოლომდე?
მე მოვუწოდებ უკრაინის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ ჩაერიოს და გაათავისუფლოს ხელისუფლება დიდი სირცხვილისგან. ასეთი შემთხვევა იყო ცოტა ხნის წინ ლიტვაში, სადაც რუსეთის მოთხოვნით დააკავეს სხვა, რუსეთისთვის არასასურველი ქართველი ოფიცერი. ჩემს მიერ ლიტვის ერთ-ერთი ხელმძღვანელ პირთან განხორციელებული ზარის შემდეგ, მისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ოფიცერი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
მე მივმართავ პრეზიდენტ პოროშენკოს, მიბაძოს ლიტვის ხელისუფლების მაგალითს, ასევე ცოტათი მაინც დარჩეს ჭეშმარიტი ტრადიციის ერთგული.“ – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებლებს, ექიმებსა და ადვოკატებს ვალდებულება დაეკისრებათ, ძალადობის ფაქტების შესახებ სამართალდამცველებს აცნობონ
შემდეგი სტატიაკიევის სააპელაციო სასამართლომ გია ცერცვაძის პროცესი ჩანიშნა