მიხეილ სააკაშვილი: პარტიაში კამათი გვექნება, თუმცა არ უნდა ვიკამათოთ პიროვნებებზე. პიროვნებებზე კამათი არის დესტრუქციული

„ჩემი მთავარი მიზანია უკრაინაში დავბრუნდე, რადგან სამართლიაონობა აღდგეს, რაც მათ გააკეთეს სრულიად მიუღებელია. პარტიაში კამათი გვექნება, თუმცა არ უნდა ვიკამათოთ პიროვნებებზე. პიროვნებებზე კამათი არის დესტრუქციული. რატომ გაკეთდა განცხადებები ჩემთან შეთანხმების გარეშე? უკაცრავად და თქვენ მითანხმებთ თქვენს განცხადებებს? როდესმე მითქვამს რამე შემითანხმეთ თქო? ყველამ აკეთეთ განცხადებები, აიღეთ ინიციატივებიც, ოღონდ ნუ გაჩერდებით. ერთადერთი, რაზეც მე გაგაკრიტიკებთ – ნუ გაჩერდებით. მთავარია, წავიდეთ წინ და შევერკინოთ მათ. ამ ბრძოლაში ვიღაცას რაღაც პრობლემა შეექმნება, მაგრამ მერე რა. რას ვეჭვიანობთ და რას ვიყოფთ, ჯერ არაფერი გვიჭირავს ხელში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ შეხვედრას გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებიან.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია ყრილობას მართავს. ყრილობაზე ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

banner
წინა სტატიაშიგოგაშვილმა უხუცესებს დაულაგა მოკლული სპეცრაზმელის ფოტოები, რითიც არწმუნებდა, რომ პანკისში სპეცოპერაცია გამართლებული იყო – მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: ოპოზიცია საკუთარ პანაშვიდზე იმყოფება