მიხეილ სააკაშვილი – დასავლეთს აქვს ორმაგი სტანდარტები და ვფიქრობ, რომ ეს არის კოლონიალიზმის ნაშთი

დასავლეთს აქვს ორმაგი სტანდარტები და ვფიქრობ, რომ ეს კოლონიალიზმის ნაშთია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, დასავლეთში ყოველთვის სურთ პრობლემის გადადება, იგნორირება და ფიქრობენ, რომ პატარა, ახალბედა მოთამაშეები წარმატებას ვერ მიაღწევენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ინტერვიუში იხსენებს ჰენრი კისინჯერის მასზე ნათქვამ ფრაზას, რომ „სააკაშვილი მოკლევადიანი მოთამაშეა, რომელიც დიდ მოთამაშეებთან ერთად მივიდა მაგიდასთან პოკერის სათამაშოდ კარტის გარეშე“.

„ჩვენ გვქონდა კარტები. ჩვენ ვიყავით ყველაზე დიდი რბილი ძალა მსოფლიოს უზარმაზარ სივრცეში, ევრაზიაში. სწორედ ეს ვერ გააცნობიერეს მათ“, – ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში საუბრობს დასავლეთის მხრიდან სურვილის უქონლობაზე, მოისმინოს არაკომფორტული სიმართლე და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე.

„რუსეთის სტრატეგია არის, რომ მიდის იმ ადგილებში, სადაც დასავლეთს სურს ჩართულობა, თუმცა არა სრულად. შემდეგ ამ ადგილებში რუსები ახორციელებენ სრულ ჩართულობას და სწორედ ასე ჯობნიან დასავლეთს ყოველთვის ჭკუით. თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატო-ს არაწევრ სკანდინავიის ქვეყნებს, რას მოიმოქმედებს დასავლეთი? ბევრს არაფერს. საპასუხო თავდასხმასაც არ განახორციელებს, რადგან ეს სარისკოა“, – აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებზე: ,,ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე, მათი შვილები ჩვენი შვილებიც არიან“
შემდეგი სტატიამას შემდეგ, რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები, დავდექით ამ აუცილებლობაზე და ახლა ვკითხავთ ბატონ წერეთელს – პროკურორი