მას შემდეგ, რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები, დავდექით ამ აუცილებლობაზე და ახლა ვკითხავთ ბატონ წერეთელს – პროკურორი

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურებიან. პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი განმარტებას აკეთებს, რატომ გადაწყდა ვატო წერეთლის გამოკითხვა სწორედ ახლა დაბარება, იმ ფონზე, როდესაც საქმე, დაახლოებით, ერთი წლის წინ აღიძრა.

ვატო წერეთელმა ამ პერიოდის განმავლობაში არა ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ თუ საქმის საფუძვლიანი გამოძიება იგეგმებოდა, მაშინ მისი გამოკითხვა უნდა მომხდარიყო პირველივე ეტაპზე.

საუბარია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე. “თიბისის” დამფუძნებლებთან ერთად 11 წლის წინანდელ ფინანსურ ოპერაციაში, რომლის გამოძიებაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, “TV პირველის” 100-პროცენტიანი წილის მფლობელიც ფიგურირებს.

როგორც პროკურორი ამბობს, ამ საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულების მოპოვება ეტაპობრივად მოხდა.

„კონკრეტულად, ერთი დამატებითი მტკიცებულების მოპოვების საფუძველზე შემდგომი პირის დაკითხვა არ ხდება. მტკიცებულებების მოპოვება, როგორც გითხარით, მიმდინარეობს, ეტაპობრივად, მას შემდეგ, რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები და გავაანალიზეთ, თუ ვისი დაკითხვა იყო საჭირო, დავდექით ამ აუცილებლობაზე და, შესაბამისად, სწორად ახლა ვკითხავთ ჩვენ ბატონ ვახტანგ წერეთელს,“ – განაცხადა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა.

„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – დასავლეთს აქვს ორმაგი სტანდარტები და ვფიქრობ, რომ ეს არის კოლონიალიზმის ნაშთი
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცვლილებებია