“მიხეილ სააკაშვილი ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელია” – გიორგი ხარჩილავა

„ვარდების რევოლუციის“ 20 წლის იუბილეზე „დღეს ჩვენ ავღნიშნავთ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს, რომელიც დაიწყო წალენჯიხიდან და მიხეილ სააკაშვილი სწორედ წალენჯიხიდან გაუძღვა კოლონას და მთელ ქართველ ერის სულიერ ამბოხს შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ წალენიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციას“ მოჰყვა რეფორმების მთელი ტალღა. „სახელმწიფო შეიცვალა, ჩამოყალიბდა და ამ მხრივ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს დამფუძნებელია. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო, რომელიც საინტერესო გახდა ევროპისა და ნატოსთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი თავსებადობა ნატოსთან და ჩვენი კანონმდებლობა ახლოს მივიყვანეთ ევროკავშირთან. სწორედ ამას მოჰყვა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება. ბოლო 30 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია იმდენი ევროინტეგრაციისთვის, რამდენიც მიხეილ სააკაშვილს. ახლა ახალ ეტაპზე ვართ და იმედია, ძალიან მალე მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, შემდეგ უნდა გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე, მაგრამ გვაქვს ცხრა პუნქტიანი მოთხროვნა. “ქართული ოცნება” ამ ცხრა პუნქტიანი მოთხოვნის შემსრულებელი არ არის და, პირიქით, ანგრევს ყველაფერს, რაც გვაკავშირებს ევროპასთან. ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და იმ გუნდით ჩანაცვლება, რომელმაც ერთხელ უკვე ძალიან ახლოს მიიყვანა ქვეყანა ევროკავშირთან. მეორედ კი მის ღირსეულ წევრად გახდის“- აღნიშნა წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ.

 

 

banner
წინა სტატიაშითიბისი განაწილებას ახალი ფუნქციონალი დაემატა
შემდეგი სტატიავლადიმირ პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა