მიხეილ ჯანელიძემ სომეხ კოლეგას, ედუარდ ნალბანდიანს უმასპინძლა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სომეხ კოლეგას, ედუარდ ნალბანდიანს უმასპინძლა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა განცხადებები მედიის წარმომადგენლებთან გააკეთეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ აქტიურია ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, შეხვერაზე საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

“აღვნიშნეთ, რომ ორმხირვად მნიშვნელოვანია არსებული ურთიერთობების შენარჩუნება და კიდევ უფრო გაღრმავება, რადგან ამის პოტენციალი არსებობს ორ მეზობელ ქვეყანას შორის და ამისათვის შესაბამისი ფორმატების გამოყენებაზე ვისაუბრეთ, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყნებს შორის. დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ეს ფორმატები, როგორიც არის ეკონომიკური კომისიის და ეკონომიკურ საკითხთა ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მექანიზმების აქტიურად გამოყენება, ასევე ვისაუბრეთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატზე. ვისაუბრეთ ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროებში. ასევე შევეხეთ სახელმიწფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხს, რომელიც პროირიტეტულია და ხაზი გავუსვით, რომ ეს საკითხი უნდა დასრულდეს მალე, რადგან ეს საკითხი არ უნდა იდგეს ჩვენი ორი ქვეყნის დღისწესრიგში. მიმოვიხილეთ რეგიონში შექმნილი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,რომ შენარჩუნებული იქნას რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა და მან ხელი შეუწყოს რეგიონის შემდგომ განვითარებას”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ ნალბანდიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ რეგულარული ვიზიტები კარგ ტრადიციად იქცა, რაც ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების ინდიკატორია.

“ჩვენ დავაფიქსირეთ ნება, რომ განვავითაროთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები, თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით, ვისაუბრეთ შეთანხმებების განხიოციელებაზე, რომელიც არის გაფორმებული ჩვენი ლიდერების მიერ იმ სამართლებრივი ბაზით, რაც არსებობს. რვა ასეთი შეთანხმებაა გაფორმებული ჩვენს ქვეყნებს შორის, ეს არის სოლიდური ბაზა,რომელიც საშუალებას გვაძლევს ყველა შესაძლო სფეროში განვავითაროთ თანამშრომლობა. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-შენახვა საქართველოში, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების გამოყენება, თანამშრომლობა ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის სფეროებში. რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო შეხვედრის დღისწესრიგის საკითხიც. მე წარმოვადგინე ჩვენი ხედვა მთიანი ყარაბაღის საკითხებზე, რომ საერთაშორისო ფორმატების გამოყენებით,რათა სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა მოხდეს და ეს პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანად გადაწყდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თავმჯდომსრეობით” – განაცხადა ნალბანდიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღესვე გმირთა მოედნის მემორიალს ყვავილებით შეამკობს და ამის შემდეგ უკვე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. თბილისში ვიზიტი სტუმარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სტუმრობით დაიწყო. ედუარდ ნალბანდიანი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ქვეყანას დღესვე დატოვებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე დასახელებული კანდიდატების განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიაფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტები საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ