თბილისის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე დასახელებული კანდიდატების განხილვა დაიწყო

თბილისის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე დასახელებული კანდიდატების განხილვა დაიწყო საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ.

კომისიის წევრები კანდიდატებს ამ წუთებში უსმენენ. თბილისის მერიაში იცვლება მერის ორი მოადგილე, ასევე ზედამხედველობის სამსახურისა და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. ნარმანიას მოადგილეებად გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი სახელდებიან. დანარჩენ ორ პოზიციაზე კი გიორგი უკლება და ირაკლი ხუცურაული არიან წარდგენილი.საკრებულოს ოპოზიცია, უმრავლესობისგან განსხვავებით, წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს. საკრებულოს სხდომა ამ საკითხზე ხვალ გაიმართება.

“თბილისის მერიაში მიმდინარეობს მხოლოდ შიდა გადაადგილება და როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” შიგნით სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის თანამდებობის გადანაწილება ხდება. ამას საერთო არაფერი აქვს პრობლემების მოგვარებასთან. მერის მუშაობის გაუმჯობესებასთან,“ -განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშირა ხდება მათემატიკის ინსტიტუტში?!
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძემ სომეხ კოლეგას, ედუარდ ნალბანდიანს უმასპინძლა