მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 13-14 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სტრასბურგს, სადაც ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს.

მინისტრი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტსა და სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. მათ შორის გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელთან მარია გაბრიელთან.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანს.

შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია : მრეწველებმა სია 19:05-ზე შემოიტანეს, რეგისტრაციის ვადა დასრულებული იყო
შემდეგი სტატია„ყაზტრანსგაზ თბილისს“ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს