მიხეილ ჯანელიძე: მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის ინციდენტები

საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტიპის ინციდენტები, – ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კორცხელში მომხდარ ინციდენტებს და მთავარი პროკურორის განცხადებას იმის შესახებ, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაიკითხება.

„საქართველოს მთავრობა გააკეთებს მაქსიმუმს, რომ თავიდან იქნას აცილებული ასეთი ტიპის ინციდენტები მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ გარემოში“ , – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, თენგიზ გუნავა, აკაკი მინაშვილი და გიგა ბოკერია. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც.

ზუგდიდის კორცხელის თემში კენჭრს იყრიდნენ – თეონა ქარდავა (თავისუფალი საქართველო); ვარადებული ლაშხია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ამირან ლაგვილავა (ქართული ოცნება).

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით „ქართული ოცნების“ მმართველობის ოთხ წელს შეაფასებს