დავით ბაქრაძე: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით „ქართული ოცნების“ მმართველობის ოთხ წელს შეაფასებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით „ქართული ოცნების“ მმართველობის ოთხი წელს შეაფასებს.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკანასნელი ოთხი წლის განმავლობაში ბევრი კარგი და სწორი ნაბიჯი გადაიდგა.

„ვფიქრობ რომ ეს წერილი იქნება გარკვეული შეფასება ბოლო ოთხი წლისა. არავინ არის დაზღვეული შეცდომებისგან, ის ჩვენ გაგვიზიარებს თავის შეფასებებს იმ პროცესებზე, რომელსაც საქართველოში ადგილი ჰქონდა. მათ შორის შესაძლებელია იყოს კრიტიკაც. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წლების გვქონდა. ვიზალიბეტალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მიმაჩნია, რომ ბევრი სწორი და კარგი ნაბიჯი იქნა გადადგმული ბევრ სფეროში, ამიტომ უნდა დაველოდოთ წერილს და ვნახოთ როგორი იქნება მისი შინაარსი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს 30 მაისს გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის ინციდენტები
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ იყო