მიხეილ გიორგაძე – ძეგლებზე პირბადეების გაკეთების აქცია ძალიან კრეატიული იყო, საერთოდ არ მესმის შეურაცხყოფა რა ნაწილში იგულისხმება

პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა საკმაოდ კრეატიულად განხორციელდა, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძეგლებზე პირბადეების გაკეთების აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ აქციაში შეურაცხმყოფელს ვერაფერს ხედავს, რადგან თავად ძეგლებს ზიანი არ მიდგომია.

„მე ვფიქრობ, რომ პრობლემა იყო საკმაოდ კრეატულად დანახული და ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა საკმაოდ კრეატიულად განხორციელდა. ერთადერთი რაზეც შევწუხდი, იყო ის, რომ იქ იყო ისეთი ძეგლები, სადაც აძრომა და პირბადის დამაგრება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. რომ ჩამოვარდნილიყო ადამიანი დაზიანებას მიიღებდა. ამ ნაწილში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან კრეატიული იყო, მით უმეტეს, საერთოდ არ მესმის შეურაცხყოფა რა ნაწილში იგულისხმება, თავად ძეგლს ზიანი არ მიდგომია“, – განაცხადა გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტების” მოთხოვნა სემეკისთვის დროებით ტარიფის რეგულირების აკრძალვაზე, არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატია,,მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას და არ რეაგირებს, გარკვეულწილად ამ ძალადობის თანამონაწილეა”