“მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო, როგორ შევაღწიოთ პანსიონში”

მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო, როგორ შევაღწიოთ შიგნით, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„არის ძალიან პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში, მეუფე იაკობმა მცირე ხანში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე მოასწრო. დაანონსებული იყო შეაძლო შეხვედრის შესახებ და სახალხო დამცველი გამოეხმაურა ამ შეთავზებას.

მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო, როგორ შევაღწიოთ შიგნით, ბავშვებზე ვიფიქროთ. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, თითქოს ეკლესიისგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ცოტა ხანში ბავშვები დასაცავი. შტურმი დავამთავროთ, ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდად იცხოვრონ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაავჭალა 2-ში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს