„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდა

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ.

ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მომდევნო ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავენ.

მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო მინისტრის აპარატი: საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში 11:08, 17.06.2021
შემდეგი სტატია“მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო, როგორ შევაღწიოთ პანსიონში”