მღვდელმონაზონი  ანდრია სარია გრიგოლ კაციას პასუხობს- არ მესმის ასეთი ქრისტიანობა

ჭყონდიდის ეპარქიის ახლმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ  მღვდელმონაზონ  ანდრია სარიას მიმართ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მედიასთან შეაფასა:  ,,მამა ანდრია სარიას სამჯერ ვთხოვე, თუმცა, მან აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია.მას 15 წლია ვიცნობ. სამჯერ  შევთავაზე დარჩენა. ის იყო წინამძღვარი ეკლესიის, თვითონ აირჩიე ეს გზა. დატოვა მეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია. მეუფე პეტრეს დავალებით მუშაობდა არქივზე, დადიოდა მასთან შიომღვიმის ეკლესიაში. ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მერე არ გვინახავს. დაიბარეს კომისიაზე მისცეს ერთხელ გაფრთხილება, ორჯერ. ეს არ არის შურისძიების გაგრძელება, ეს კანონიკაა,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

“ჭყონდიდელი გრიგოლი (კაცია) მართალს ამბობს, ვიცნობ, ადრე აკადემიაში ერთ დროს ვსწავლობდით და პანსიონში ვცხოვრობდით, თუმცა ის პარალელურად პატრიარქმა დარაჯად გაამწესა და საპატრიარქოში მოღვაწეობდა. მეუფე იტყუება, როდესაც ამბობს რომ თვითნებურად დავტოვე ეპარქია. მიტროპოლიტი პეტრე, როდესაც მოქმედი ჭყონდიდელი იყო გადაწყვეტილება მიიღო თუ მას საპატრიარქოდან უსამართლოდ რაიმე სანქციას დაუწესებდნენ მე გადავიდოდი სალხინოს მონასტერში მღვდელმსახურად და ასეც მოხდა, შეგიძლიათ წინამძღვარს დაეკითხოთ. სალხინოში ჩასულიც ვიყავი და ვეზიარე კიდეც, რაც მათთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა და მამა დანიელი (მონასტრის წინამძღვარი) დაიბარა ჩემს გამო, რაზეც პასუხი მიიღო რომ მონასტრის წევრი ვარ. მეუფე გრიგოლმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, როდესაც თბილისიდან ჩამოვიდოდი. (თბილისში სამეცნიერო მოღვაწეობისთვის 2 წელი ინტენსიურად დავდიოდი და ეს სიახლე არც მანამდე ყოფილა ვინმესთვის). მამაოსთვის უთქვამს დამირეკოსო, თუმცა, არ ვიცი რა შეიცვალა, რამდენიმე დღეში დამირეკეს თბილისიდან, ეტყობა მასაც მოთხოვეს სიცრუის თქმა საპატრიარქოდან. ასე ურცხვად, როდესაც იცის მიტროპოლიტმა ჩემი აზრი და მოსმენილიც ააქვს, როგორ შეიძლება იტყუებოდეს? არ მესმის ასეთი ქრისტიანობა, არ მესმის ასეთი მღვდელმთავრობა. სინდისიერი ადამიანი ქუჩაში არ მოატყუებს მეორეს, არათუ ეკლესიაში”-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში მღვდელმონაზონი  ანდრია სარია.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი შეეწირა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი: ნუ მთხოვთ ისეთ კომენტარებს რაც სიტუაციას უფრო დაამძიმებდა