მეუფე გრიგოლი: ნუ მთხოვთ ისეთ კომენტარებს რაც სიტუაციას უფრო დაამძიმებდა

,,მე აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები გავერკვე დეტალებში. მე არა ვარ არასამთავრობო ორგანოს წარმომადგენელი, არც დამოუკიდებელი ექსპერტი, მე თვითონ ამ ინსტიტუციის წარმომადგენელი ვარ ეკლესიისა და ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ასეთი დაპირისპირების ფორმატში საუბარი არ იქნებოდა სწორი, თუმცა, რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც ადამიანებს არ მოსწონთ და შეიძლება მეც ასევე რაღაც არ მომწონდეს. მე ვეცდები, კონკრეტულად ამ საკითხით დავინტერესდე და გავარკვიო“, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, მეუფე პეტრეს განყენების შემდეგ, არის თუ არა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერება შურისძიების გაგრძელება, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვს.

,,საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი. ნუ მთხოვთ ისეთ კომენტარებს რაც სიტუაციას უფრო დაამძიმებდა. მე მაქსიმუმი ვთქვი რაც გითხარით“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი  ანდრია სარია გრიგოლ კაციას პასუხობს- არ მესმის ასეთი ქრისტიანობა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან