მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებული სკანდალის სავარაუდო მსხვერპლი დუმილს არღვევს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 6, 2019 21:52

მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებული სკანდალის სავარაუდო მსხვერპლი დუმილს არღვევს

სემინარიის ყოფილმა სტუდენტმა კახა კალაძემ, რომელიც ის პირია, ვის მიმართაც მეუფე ზოსიმეს სექსუალური ძალადობის მცდელობაში, საბერძნეთში მოღვაწე მღვდელი მამა გიორგი სხილაძე ადანაშაულებს, “კურიერს” წერილი გაუგზავნა. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ბრალდებების გაჟღერება მასთან შეუთანხმებლად მოხდა და “სხვების ბინძურ თამაშებში” მონაწილეობის მიღება არ სურს.

“31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახალმა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტის შეფასება მაშინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია. შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმის პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება (სამწუხაროდ, ზოგი მათგანი გარდაცვლილია) მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს. არ მინდა გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში, მით უმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ზედმიწევნით ვიცი რაც ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში… მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო სამართლიანი შედეგის დადგომა კი ობიექტურ, მიუკერძოებელ გარემოს საჭიროებს… ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს,”- ნათქვამია წერილში.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს მეუფე ზოსიმეს, სემინარიის ყოფილი სტუდენტი, საბერძნეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძე სექსუალური ხასიათის ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.

მამა გიორგი სხილაძის ინფორმაციით, 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს, რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე, კახა კალაძეზე ძალადობა სცადა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. სტუდენტმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს მიაწოდა, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ სტუდენტები დაისაჯნენ და ისინი სასწავლებლიდან გარიცხეს.

სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ის წერილიც გავრცელდა, რომელიც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლმა სტუდენტმა საპატრიარქოს მისწერა. უმძიმესი შინაარსის რამდენიმე გვერდიან წერილში აღწერილია, სად და რა ვითარებაში ცდილობდა მეუფე ზოსიმე ეძალადა ახალგაზრდა სტუდენტზე.

რუსთავი 2

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 6, 2019 21:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics