მეუფე გრიგოლი მარტვილში პირველ წირვა-ლოცვას აღავლენს-მარტვილის მერი თანამშრომლებს წირვაზე დასწრებისკენ მოუწოდებს

მარტვილში საკვირაო წირვა-ლოცვას ახლადდანიშნული მეუფე გრიგოლი აღავლენს. ამ წუთებში მატვილის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარში მეუფე პირველ წირვა-ლოცვას აღავნელს. ტაძარში მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები იკრიბებიან.

“თაიმერის” ინფორმაციით, მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა მოუწოდებს თანამშრომლებს წირვაზე მივიდნენ.

მარტვილის ეპარქიაში იმყოფება მღვდელმთავრებიდან გადაყენებული პეტრე ცაავა,თუმცა იგი წირვას არ ესწრება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ესწრება