“დოიჩე ველე”-მერკელი ვიზალიბერალიზაციასა და ნატოზე საქართველოსთან მიმართებაში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 16, 2016 01:37

“დოიჩე ველე”-მერკელი ვიზალიბერალიზაციასა და ნატოზე საქართველოსთან მიმართებაში

9დღეს, 15 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერს, ალგელა მერკელს შეხვდა. თავიანთ ერთობლივ გამოსვლაში პრესკონფერენციაზე, რომელიც შეხვედრის შედეგებს მიეძღვნა, მერკელმა და კვირიკაშვილმა ერთმანეთთან კეთილგანწყობა გაცვალეს და ისაუბრეს კულტურის, ეკონომიკის, და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ გაფართოვებებზე – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.
ამავე დროს, კვირიკაშვილი და მერკელი გაკვრით შეეხნენ თემებს, რომელიც ჟურნალისტებს აინტერესებდათ – ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს და ნატოს ურთიერთობები.
კვირიკაშვილმა ევროკავშირის დაპირებას, საქართველოს სავიზო რეჟიმი მოუხსნას, “ეპოქალური ეტაპი” უწოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. მასთან ერთად ბერლინში ჩამოსულ ქართველ ჟურნალისტებს, ცხადია, აინტერესებდათ, როდის დადგებოდა ეს “ახალი ერა”. ევროკავშირის კომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ, უკვე შეასრულეს ყველა საჭირო პირობები, რაც აუცილებელია ვიზალიბერალიზაციისათვის. მაგრამ ახალი წინააღმდეგობა შეიქმნა – წერს “დოიჩე ველე”.

მერკელის თქმით, საუბარია მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს ოპერატიულად გარიცხოს ქვეყანა უვიზო სივრციდან იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაეები თავშესაფრის მოთხოვნას დაიწყებენ ევროკავშირის ქვეყნებში. “მსგავსი სიტუაცია შეგვექმნა სერბეთთან, და იგივე არ გვინდა გავიმეოროთ” – განაცხადა მერკელმა.
სინამდვილეში სერბეთი არაფერ შუაშია და საქართველო და უკრაინა ევროკავშირი-თურქეთის საემიგრაციო პაკეტის მძევლები გახდნენ. თურქეთი საემიგრაციო კრიზისის დაძლევაში ევროკავშირს იმ პირობით დაეხმარა, თუკი ისინი ქვეყანას სავიზო რეჟიმს 1 ივლისს მოუხსნიდნენ – წერს “დოიჩე ველე”.
ანგელა მერკელის თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის თემა უახლოეს მომავალში იქნება განხილული, ამასთანავე, მან მიანიშნა, რომ საქართველოსთან ერთად ვიზალიბერალიზაციას მისცემენ უკრაინასაც.

რაც შეეხება ნატოს თემას, ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ თბილისს და ბერლინს თემაზე სხვადასხვა პოზიცია აქვთ.
კვირიკაშვილმა ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველო მიილტვის არა მხოლოდ ევროკავშირისკენ, არამედ ნატოსკენაც და საქართველო დაელოდება როდის გაიხსნება მისთვის “შესაძლებლობების ფანჯარა”.
გერმანიის კანცლერისათვის ეს საერთოდ განხილვის საგანი არ არის – “დოიჩე ველე” წერს. მისი თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობაში უკვე “მოძებნილია კარგი გადაწყვეტილება” და უკვე არსებობს “ძალიან კარგ დონეზე”, მან მიანიშნა “ინტენსიურ დისკუსიებზე”, რიმელიც საქართველოს ნატოს შესაძლო გაერთიანებისთვის მიმდინარეობდა 2008 წელს ბუხარესტში. მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს ვარშავას სამიტზე, საქართველოსთან თანამშრომლობის პაკეტს, რომელიც უელსში ალიანსის ლიდერების მიერ იყო მიღებული, სავარაუდოდ, დაემატება ახალი ზომები.

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ სუვერენიტეტს მხარს უჭერს აფხაზეთთან და ოსეთტან ერთად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 16, 2016 01:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics