ოჩამჩირეს აჩამჩირად გადააკეთებენ

10 (1)აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა გადაწყვიტა “აღადგინოს აფხაზეთის დასახლებული პუნქტების ნამდვილი სახელები” და მიიღო “ადმინისტრაციულ-ტერიტორიალური დაყოფისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების” შესახებ გადაწყვეტილება – ადგილობრივი მედია წერს.

ენის პოლიტიკისა და დემოგრაფიის კომიტეტის წარმომადგენლის ვალერი კვარჩიას თქმით, “მოვიდა დრო მოაწესრიგონ რეგიონის სახელწოდებები”. “მოვიდა დრო დასავლეთ აფხაზეთი მოვაწესრიგოთ. პროექტში მითითებული ყველა სახელწოდება, პრაქტიკულად 90%, ყოველთვის არსებობდა, როგორც გეოგრაფიული სახელები”. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოჩამჩირე გადაკეთდება აჩამჩირედ, ამ რაიონის ერთ-ერთი სოფელი “სომხური ატარა” კი “ატარა-ერმანად”.

banner
წინა სტატიაში(foto) რა ხდება ამ წუთებში დოლიძეზე?
შემდეგი სტატია“დოიჩე ველე”-მერკელი ვიზალიბერალიზაციასა და ნატოზე საქართველოსთან მიმართებაში