მერაბ ქვარაია: არც ვიცი რა ვთქვა…იცის ყველამ, რომ არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ…

2005-ში ისე ჩამაგდეს ციხეში, ხმაც არ ამომაღებიეს… ერთი წელი ჭრიდნენ და კერავდნენ, ცვალეს და ატრიალეს ბრალდება, ხან რა მოიგონეს და ხან რა, თვითონ ვერ გებულობდნენ რას წერდნენ… ერთი წელი მიამიტად ვცდილობდი, რომ სიმართლე მემტკიცებინა, ბოლოს ბოლომდე აშკარა გახდა რომ უაზრო იყო ეს ყველაფერი. მათ დაკრულზე რომ არ ვიცეკვე, ადგნენ და 22 წელს მისჯიდნენ, მერე 6 წელს და 6 თვე-ს დასჯერდნენ… მიყვნენ და ოჯახის წევრებით დაწყებული, სამეგობრო და პოლიტიკური თანამოაზრეებით დამთავრებული კაცი არ დატოვეს ჩემს ირგვლივ, სამარცხვინოდ შეკერილ საქმეებით ზოგი დაიჭირეს და ციხეში შემოაგდეს, ზოგი გააქციეს, ქვეყნიდან გააძევეს – პოლიტიკური ველი გაასუფთავეს სამეგრელოში რომ გეკითხა …
ჩემი უმცროსი ძმა, შვილივით გაზრდილი 26 წლის ბიჭი საერთოდ შეიწირეს და სიმწრით მაგლოვეს ციხეში…არ დარჩენილა არავინ, ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია, ეკლესია – თუ ვინმეს ხმა მიუწვდებოდა, ითხოვდა ჩემს განთავისუფლებას, ერთი დღე არ გამატანეს გარეთ, ერთი დღეც კი… არაკაცები ეგენი…
დღეს კიდევ წამლავენ ადამიანებს, ახალგაზრდებს აგულიანებენ, რომ როგორმე ხელისუფლება ჩაიგდონ და ისევ დაატრიალონ ის,რაც ერთხელ გააკეთეს…
რომ შევეწირო, მე მათ ვერაფერს დავუთმობ, მით უფრო ჩვენი შვილების და ქვეყნის მომავალს… თქვენი ყველამ თქვენი იცოდეთ…ვისაც გესმით და ხედავთ, იმას გთხოვთ, პირდაპირ თუ ირიბად მათ წისწვილზე ნუ დაასხამთ წყალს…
არ დაგავიწყდეთ ეს საშინელი წარსული და იფიქრეთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ყველამ…წერს მერაბ ქვარაია

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე პროპორციული სისტემის შესახებ რეფერენდუმს ითხოვს
შემდეგი სტატია“ბესპრიდელი”-ასე აფასებენ სუხუმელები ქალაქის ცენტრში მომხდარ მკველობას