აკაკი ზოიძე პროპორციული სისტემის შესახებ რეფერენდუმს ითხოვს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„გადავწყვიტე, საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოსთვის, რათა მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზოიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილის შვილი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიამერაბ ქვარაია: არც ვიცი რა ვთქვა…იცის ყველამ, რომ არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ…