მეორე იერიში – საფრანგეთის ავიაციამ ქალაქი ერ-რაქა დაბომბა

საფრანგეთის ავიაციამ სირიაზე მორიგი იერიშები მიიტანა. მედიის ინფორმაციით, მოიერიშეებმა ქალაქი ერ–რაქა დაბომბეს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს საკუთარ დედაქალაქად აქვს გამოცხადებული.

განადგურებული სამიზნეების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საფრანგეთი საერთაშორისო კოალიციაში აქტიურად პარიზის ტერაქტების შემდეგ ჩაება და იერიში უკვე მეორედ განახორციელა.

მასიური შეტევა ერ–რაქაზე ავიაციამ გუშინ განახორციელა. საჰაერო ოპერაციაში საფრანგეთის, იორდანიისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების 12 საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილებდა. კოალიციამ ისლამური სახელმწიფოს 20 ობიექტი დაბომბა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ახლა ისეთი დროა, რომ ინვესტიცია თავდაცვის სფეროში უნდა განხორციელდეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: დღეს მსოფლიო არის დიდი საფრთხის წინაშე