მემორიალური დაფა წარწერით: “გარდაცვლილთა ხსნოვნის პატივსაცემად”

ჟურნალისტ მაკა რაზმაძის შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა მემორიალზე, რომლიც 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა, სიტყვა „ხსოვნას“ შეცდომით დაწერას, ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო, რომელიც უკანასკნელი დღეების ფაციფუცში გაიპარა: „ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მარამ ბოლო დღეები, როგორც წესი ხასისთდება იმითი, რომ ბევრი რამეა მოსასწრები, და როგორც ჩანს, ამ ფაციფუცში გაიპარა შეცდომა, ბეჭდვის დროს , აკრეფის შეცდომაა, მაგრამ შეცდომა დღესვე გასწორდა, ასე რომ ხვალისთვის ეს ასე არ იქნება. ერთი ასო იყო ზედმეტი. ცუდია, ცხადია, არასასურველი და არასასიამოვნოა, მაგრამ გამოსწორებას ექვემდებარება“ – განაცხადა ნარმანიამ. ქალაქის მერის თქმით, დღეს დანარჩენმა ღონისძიებებმა, რომელიც თბილისში წყალდიდობის ერთი წლისთავს მიეძღვნა, კარგად ჩაიარა.

 

https://youtu.be/ieK8Rf-_SWg

banner
წინა სტატიაშიორლანდოელმა ტერორისტმა სროლისას ისლამისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა 13 ივნისის თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო