მელია: ოპოზიციონერებად არ ვთვლი იმ ადამიანებს, ვინც “ოცნებასთან” დიდი ხანია სარეცელს იყოფს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარლამენტში ადრე შესულ ოპოზიციის დეპუტატებს ოპოზიციად არ მიიჩნევს. ამის შესახებ მელიამ ექსკლუზიურად “რეაქციასთვის”, ინგა გრიგოლიასთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

დანარჩენ ოპოზიციას არ ვთვლი ოპოზიციონერებად იმ ადამიანებს, ვინც “ქართულ ოცნებასთან” დიდი ხანია სარეცელს იყოფს. ვინც მანამდე შევიდა პარლამენტში, არ მინდა დაკონკრეტება, არ ვგულისმხობ იმათ ვინც დღეს შევიდა პარლამენტში. უბრალოდ ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ საქართველო ისეთი გახდეს როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენ არ ვართ ვალდებული, შევეგუოთ გარემოს რომელშიც ვცხოვრობთ და ამისთვის ვიბრძვით. დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან გამარჯვებას მოვიპოვებთ უბრალოდ ძალით გავირთულეთ ყოფა,” – ამბობს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიმელია: თუ ოპოზიცია გაიყოფა, ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ
შემდეგი სტატიასტოლტენბერგმა არ უპასუხა შეკითხვას, ნატო გააძევებს თუ არა რუს დიპლომატებს