მელია: ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა ერთიანი

“ოპოზიცია როგორც არასოდეს, ისეა ერთიანი. ერთიანია იმ პოზიციაში, რომელსაც მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. პოზიცია, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყანაში არ ჩატარდა არჩევნები. ბიძინა ივანიშვილის მიერ, სხვა კრიზისებთან ერთად, შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელოვნურად დაამატა. ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას გამოსავალი სჭირდება და ეს გამოსავალი არის ახალ არჩევნებში. ეს პოზიცია არის ერთიანი, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა შეთანხმების ელემენტებიც, კიდევ რა ცვლილებები განხორციელდეს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში… ”-
ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ, პარტია “ლელოს” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიცია ერთიანია და რჩება ბოიკოტის რეჟიმში”
შემდეგი სტატიარომელ პარტიას რამდენი მანდატი აქვს ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით