რომელ პარტიას რამდენი მანდატი აქვს ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით

region
ავტ.: region დეკემბერი 3, 2020 18:15

რომელ პარტიას რამდენი მანდატი აქვს ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო.

ცესკო-ს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა: „ევროპულ საქართველოს“ ექნება ხუთი მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ – 36 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსს“ – ოთხი მანდატი; „ლეიბორისტულ პარტიას“ – ერთი მანდატი; „მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილს“ – ორი მანდატი; „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელს“ – ოთხი მანდატი; „გირჩს“ – ოთხი მანდატი; „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ – 90 მანდატი, აქედან 60 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული; „ლელოს“ – ოთხი მანდატი.

region
ავტ.: region დეკემბერი 3, 2020 18:15

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics