მელია გვარამიაზე: ხელისუფლება დასაკავებელი და დაკავებული ადამიანებით ვაჭრობს

მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში დაბარებას ფორმულასთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნასა აგრძელებს და დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს.

მელიას თქმით, რეჟიმი ადამიანების დაკავებებით ფონს ვერ გავა. ენმ-ის ლიდერი აცხადებს, რომ ზალოვანი უწყებები დევნიან ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია.

“ამ რეჟიმს, მოსვლის დღიდან ხელისუფლება ჰგონია პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დევნოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია. ამის ილუსტრაციაა ბატონი გვარამია. მათ საწინააღმდეგოდ ისედაც გადაჭიმული ზამბარა კიდევ უფრო დაიჭიმება ამით და ზამბარას უკუგება ძალიან მტკივნეული ექნება. შეუძლებელია, ხელისუფლება ამით ფონს გავიდეს”, – აცხადებს მელია.

ის იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს ადამიანის უფლებების შელახვასა და მათ დევნაზე მკვეთრი რეაქცია ექნებათ.

“იმედი მაქვს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ მიიღებენ იმდაგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, სადაც რეჟიმი დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს. იმედს ვიტოვებ, რომ ელჩებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, სწორი პოზიცია ექნებათ. უნდა დაინახონ ნათლად, რა ხდება ქვეყანაში. როდესაც ხედავ, რომ დევნიან ოპოზიციურად განწყობილ ყველა ადამიანს, როდესაც ოლიგარქატი ყვავის, როდესაც არჩევნები არ ტარდება, როდესაც თავისუფალი მედია იდევნება და ამ ყველაფერზე სწორი პოზიცია არ გაქვს, შესაბამისად, დასავლური ღირებულებების დაცვაში არ ეხმარები ქართველ ხალხს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები გაჩნდება. მაპატიეთ და მაკდონალდსი იაროსლავშიც არის. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ელჩი გვჭირდება, რომელიც მინიმუმ შავზე თეთრს არ იტყვის”, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე – დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერმა ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე დეველოპერულ კომპანიებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა