ლილუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე – დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები

დავით გარეჯის საქმეში ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესები დევს – მიიჩნევს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ბექა ლილუაშვილი.

როგორც ჟურნალისტებს ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები.

„ოპოზიციამ პირველივე დღიდან დაიწყო ამ პროცესის პოლიტიკური შეფასებები. ჩვენ ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს და შესაბამისად, არ შევდივართ სამართლებრივი შეფასებების ნაწილში. თუ ამ ისტორიაში სადმე პოლიტიკური ინტერესია, ეს მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხარეს, რადგან ფაქტობრივად დაცვის მხრიდან ხდება მთელი მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია მაგალითად გიგი უგულავას ძმის დასკვნები კარტოგრაფიასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე რელიგიური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამელია გვარამიაზე: ხელისუფლება დასაკავებელი და დაკავებული ადამიანებით ვაჭრობს