მელანია ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა მკურნალობის კურსის შემდეგ, რომელიც თირკმლებზე ჩაიტარა. სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ ორშაბათს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტის მეუღლე ხუთი დღის მანძილზე ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრ Walter Reed-ში გადიოდა მკურნალობას, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს.
“ახლა ის მშვიდად ისვენებს და მშვენიერ ხასიათზეა. ჩვენმა ოფისმა ათასობით სატელეფონო ზარი და ელექტრონული ფოსტა მიიღო, სადაც ქალბატონ ტრამპს გამოჯანმრთელებას უსურვებენ. ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი, ვინც დრო იპოვა და მოგვწერა” – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თვითონ მელანია ტრამპმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს. დონალდ ტრამპმა მეუღლე რამდენჯერმე ინახულა საავადმყოფოში.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის ძეგლი ჯგალში სავალალო მდგომარეობაშია
შემდეგი სტატიამანჩინიმ იტალიის ნაკრებში სკანდალური თავდამსხმელი დააბრუნა