„მეკობრე, რომელიც არის გვარად ივანიშვილი არასოდეს ნებით არ წავა თუ პანჩურით არ გააგდე”

„გუშინდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ივანიშვილი არ დათმობს ძალაუფლებას თუ ხალხი მასობრივად არ გამოვიდა ქუჩაში”-ასე ეხმაურება არჩევნების მეორე ტურს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გუშინდელმა არჩევნებმა ნათლად დაანახა ყველას, რომ 2020-ში ივანიშვილი დახარჯავს ათჯერ მეტ რესურსს, ამიტომ ქვეყანა არჩევნებამდე არ უნდა მივიდეს. ნათელაშვილი ქუჩის აქციების მომხრეა.

„მეკობრე, რომელიც არის გვარად ივანიშვილი არასოდეს ნებით არ წავა თუ პანჩურით არ გააგდე. 2020-ში ის დახარჯავს იმაზე ათჯერ მეტს, ვიდრე დაუხარჯავს პოლიტიკური მოღვაწეობის პროცესში, რადგანაც მაშინ წყდება არა მარტო პოლიტიკის და ხელისუფლების, არამედ მისი ქონების და პირადად მისი ბედი, ამიტომ ჩვენ არ უნდა მივიყვანოთ ის არჩევნებამდე,”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინადირაძე კალაძისა და მისი მოადგილის დაკითხვას ითხოვს
შემდეგი სტატიარამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს – გია ხუხაშვილი