რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს – გია ხუხაშვილი

რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს – ეს განცხადება, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “ქართულ ოცნებაში” დაანონსებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ პარტიას განახლების შანსი არ აქვს, რადგან როდესაც საუბარი ცვლილებებზე დაიწყო, პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს ​და მთაწმინდის მაჟორიტარად ლადო კახაძე აირჩიეს.

„ვოლსკი გაუშვა და კახაძე მოიყვანო, ამაში მე ლოგიკას ვერ ვხედავ. რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს. ასე, რომ ეს არის მხოლოდ კეთილი სურვილები. მხოლოდ კეთილი სურვილებით ჯოჯოხეთში მიდიხარ. სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება ამას, თუ სისტემური რეფორმირება არ დაიწყება. უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, პირველ რიგში და ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას. კონსტიტუციის მიღმა ცხოვრობს ქვეყანა. კი ქაღალდზე გვიწერია კონსტიტუცია, კაბინეტებზე აწერია პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ არის რეალობა,” – აცხადებს ხუხუაშვილი.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია პარტიის განახლება მხოლოდ HR-ის გადაწყვეტილებით მოხდეს.

“მთლად HR ჩამოაყალიბეს, ანუ მაია მიმინოშვილი, რომლის კვალიფიკაციას მე პატივს ვცემ, ჩემი კლასელია მაია და აიყვანეს HR-ად. პარტიის HR რა უბედურებაა, ერთი ამიხსენით. კობახიძეც უკვე, მგონი, ძველ გვარდიად თვლის თავის თავს და იმასაც კი გვიცხადებს, რომ ომამდე ტანკისტი და ყველაფერი თვითონ უნდათ დაიბრალონ ამათ, რომელიც მერე გამოიჩეკნენ საერთოდ. იქ თავების მარხვა დაიწყება, როგორც კი ვიღაც გამოჩნდება, სანამ გამოუწერენ პარტიის წიგნებს ვინმეს, მანამდე დამარხავენ“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მეკობრე, რომელიც არის გვარად ივანიშვილი არასოდეს ნებით არ წავა თუ პანჩურით არ გააგდე”
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატი დაჭრეს