მეხანძრე-მაშველებს ახალი ფორმები გადაეცათ

mexandzreშსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მოდერნიზაციის პროცესი
მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა
მეხანძრე-მაშველების სრულ შემადგენლობას ახალი ყოველდღიური ფორმები
გადასცა. აღნიშნული ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა.
დირექტორმა პირადად მოინახულა სააგენტოს ყველა დანაყოფი, მშენებარე
შენობა-ნაგებობები და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს უახლოეს
მომავალში ახალი საბრძოლო ფორმებიც გადაეცემათ, განახლდება ავტოპარკი, რაც
ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე ეფექტურ რეაგირებას და სააგენტოს
შესაძლებლობების გაძლიერებას.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი 100 %-ით შესრულებულად ჩაითვალა, მოლოდინი პოზიტიურია”- სოზარ სუბარი ევროკომისიის დასკვნაზე
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს დირექტორს შეხვდა