“ყველაფერი 100 %-ით შესრულებულად ჩაითვალა, მოლოდინი პოზიტიურია”- სოზარ სუბარი ევროკომისიის დასკვნაზე

დევნილთა მინისტრს ვიზალიბერალიზაციასტან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნაზე დადებითი მოლოდინები აქვს. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით გრანდიოზული სამუშაოები გასწია.

“მოლოდინი ძალიან პოზიტიურია. ვიცით განწყობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მართლაც გრანდიოზული მუშაობა იქნა გაწეული მთავრობის მიერ. პრაქტიკულად შესრულებულია თითქმის ყველა პუნქტი, მთლიანად ან ნაწილობრივ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს სამინისტროს, არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა, ყველაფერი 100 %-ით შესრულებულად ჩაითვალა. შეიცვალა კანონმდებლობა თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით. გასაჩივრების ვადა იყო 10 დღიანი და 15 დღემდე გაიზარდა. შეიძლება ადამიანი გადმოვიდეს ყალბი დოკუმენტით და ითხოვდეს თავშესაფარს, რისთვისაც მას ეკისრებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა, ახლა ამაზე სისხლის სამართლებივი პასუხისმგებლობა გაუქმდა”, – აღნიშნა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამეხანძრე-მაშველებს ახალი ფორმები გადაეცათ