მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესასა და მიკოლაევში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მიიტანა – არიან დაშავებულები

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესასა და მიკოლაევში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მიიტანა. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაჭრილია ორი ადამიანი.

ამასთან, შემთხვევის შედეგად დაზიანებულია ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ასევე საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ავტომობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილი მორიგი იერიშის დროს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები გამოიყენა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოდესის ოლქში ჩამოაგდეს ორი რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონი, ხოლო მიკოლაევში გაუუვნებელყვეს 12 უპილოტო საფრენი აპარატი. ოდესაში კი უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსული რაკეტის განადგურება შეძლეს, ერთი რაკეტა კი ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ ბოლო დღე-ღამეში რუსი სამხედროები გააქტიურდნენ ბახმუტის მიმართულებით. ბოლო 24 საათში მათ 29 შეტევა განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშიძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე – ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა
შემდეგი სტატიაზელენსკი – ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება