მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯომარე, გიორგი სეთურიძე ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო და გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე უწევს კოორდინაციას.

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ( მე-12 კმ), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ამ დროისთვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად მდინარე სულორი კალაპოტში დაბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ვანი-სულორის გზაზე, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის დახურვას დაესწრო
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : ვარშავის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ახალი პაკეტი მივიღეთ