მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

თბილისში, 31 ქარხნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ვ.გ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა.

სამართალდამღვევს ჩამოერთვა ელექტროშოკური აპარატი, გასაბერი ნავი და ჩოგანბადე. დაილუქა ხრამულის სახეობის თევზი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო მინისტრის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება” – ნანუაშვილის პასუხი წულუკიანს
შემდეგი სტატია„ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს“ – ნიკა გვარამია