,,მდინარე ენგურზე გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე არაა გასაკვირი წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპოვებულ, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ”

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა,  გაავრცელებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს, თუ როგორ მოაქვს ადიდებულ ენგურს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე, განმარტებას აკეთებს.
„მდგრადი ტყის მასივების შენარჩუნება, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რისთვისაც ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, მუდმივად ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. მთელი ქვეყნის მასშტაბთ დღეს ჩატარებული ღონისძიებები ამის ნათელი დადასტურებაა. ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, გასული 2 კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით.
სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ხშირია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, მდინარე ენგურზე გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე არაა გასაკვირი წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპოვებულ, მათ შორის, სამასალე ხე-ტყეს, რასაც ვითარების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, – ნათქვამია სატყეო სააგენტოს პრესსამსახურის მიერ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი – სამწუხაროა, რომ სვანეთში ასეთი ვითარებაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ სიტუაციის განმუხტვას
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი სოფელ ხაიშში ადგილობრივებს ხვდება