მაია ცქიტიშვილი – სამწუხაროა, რომ სვანეთში ასეთი ვითარებაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ სიტუაციის განმუხტვას

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ ის, რაც სვანეთში ხდება მთლიანად ჭუბერის და სვანეთის მოსახლეობის პოზიცია არ არის.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ახლა მთავარია სვანეთში სიტუაცია კანონს დაექვემდებაროს და მოსახლეობა დამშვიდდეს.

“სამწუხაროა, რომ რეგიონში დაძაბულობაა, თუმცა უკანონო ხე-ტყის მოპოვებასთან ბრძოლა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ ხდება მხოლოდ სვანეთში. როგორც უკვე იცით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე რეგიონში ჩაატარა დღეს შესაბამისი მოქმედებები. ძალიან სამწუხაროა, რომ სვანეთში დღეს ასეთი ვითარებაა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობასთან გვექნება კომუნიკაცია და შევძლებთ იქ არსებული სიტუაციის განმუხტვას. აუცილებელია სიტუაცია განიმუხტოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის მთლიანად ჭუბერის და სვანეთის პოზიცია და ეს არის გარკვეული ნაწილის რეაგირება იმ ქმედებებზე, რაც ჩვენმა კანონის დამცველმა უწყებებმა განახორციელეს. აქვე აღვნიშნავ, რომ პირველ რიგში ყველა უნდა დავრჩეთ კანონის ფარგლებში როგორც მოსახლეობა, ისე სახელმწიფო სტრუქტურები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმაş

მისივე ინფორმაციით, ადგილზე გაემგზავრა რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომელთა შესახებაც შსს-ს უკვე ეცნობა
შემდეგი სტატია,,მდინარე ენგურზე გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე არაა გასაკვირი წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპოვებულ, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ”