მდინარაძე: სამწუხაროა, რომ ნინო ლომჯარია თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ „მესიჯ-ბოქსში“ ზის

სამწუხაროა, რომ ნინო ლომჯარია თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ „მესიჯ-ბოქსშია“ ჩამჯდარი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კერძოდ, მის მიერ შერჩეული კონსილიუმის წევრი გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში მოშიმშილის ჯანმრთელობის მართვის ნაკლები გამოცდილება აქვთ. მან პერსონალზე ვერაფერი თქვა, კარგად დაახასიათა, აპარატურაზეც ვერაფერი თქვა და რა დარჩა? პრაქტიკულად კედლების გამოცდილებაზე იყო საუბარი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის გამოცდილება აქვს მხოლოდ იმ დაწესებულებას, იმ საავადმყოფოსა და კლინიკას, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილია განთავსებული, რადგან აქ სხვა დროსაც შიმშილობდნენ პატიმრები. „სხვა კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ როგორც შიმშილობის, ისე სარეაბილიტაციო პერიოდში. თუ გამოცდილებაზეა საუბარი და ამ სიტყვას ჩაეჭიდნენ, მათ შორის ინტენსიური თერაპიისა და ა.შ. გამოცდილება აქვს ამ კლინიკას“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმე-18 დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი დანიშნულ მედიკამენტებს იღებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი პაჭკორიას: უდიდესი მადლობა თანადგომისთვის