მე-18 დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი დანიშნულ მედიკამენტებს იღებს

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მედიკამენტებს იღებს, ხოლო მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე დაწესებულების ექიმ-თერაპევტმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა.

“გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიცაა პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე – ნორმაშია”, – განაცხადა მათეშვილმა.

ექიმმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ დაწესებულებას მოშიმშილე პაციენტების ასევე მათი პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის მართვის გამოცდილება აქვს.

ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.

banner
წინა სტატიაშისუბარი – კოალიცია სასაცილო გახდა
შემდეგი სტატიამდინარაძე: სამწუხაროა, რომ ნინო ლომჯარია თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ „მესიჯ-ბოქსში“ ზის