მდინარაძე – მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ დადო პოსტი, რომელიც უნდა ჩაეგდო შიდა ჯგუფში

მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ დადო პოსტი, რომელიც უნდა ჩაეგდო შიდა ჯგუფში, რათა სულ მცირე სამი ტელევიზიისთვის და თავისი აქტივისტებისთვის დავალება მიეცა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საჯაროდ დადებული პოსტით ქართულ საზოგადოებას ხელში ჩაუვარდა მტკიცებულება, რომ ტელევიზიები და მათი აქტივი გარდაცვლილი ადამიანითა და მისი ტრაგედიით სარგებლობენ.

„კაცს დაემართა ასეთი რაღაც, დადო საჯაროდ პოსტი, რომელიც უნდა ჩაეგდო შიდა ჯგუფში, რათა დავალება მიეცა სულ მცირე სამი ტელევიზიისთვის და თავისი აქტივისტებისთვის. მოუვიდა ცუდი რაღაც. კარგი ეს იმით იყო, რომ უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომ როდესაც გარდაცვლილი ადამიანითა და მისი ტრაგედიით სარგებლობენ ტელევიზიები და მათი აქტივიც, ამის პირდაპირი დავალების მტკიცებულება ჩაუვარდა ხელში ქართულ საზოგადოებას, რადგან შემთხვევით საჯაროდ დაპოსტა. თავის მართლება და სუს-მა გაუტეხა, იმან დაპოსტა, ეს სისულელეები რამდენად დამაჯერებელია, საზოგადოებამ განსაჯოს.

მაგრამ ძალიან ცუდი ამ ყველაფერში იცით რა არის, ეს არის მტკიცებულება, რომ ცოტახნის წინაც, აღარ მინდა, დავკონკრეტდე დეტალებზე. ბოლო წლებში ბევრი ასეთი ქეისი იყო ქვეყანაში, როდესაც ვიღაცები აპირებდნენ, გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით პოლიტიკურად ესარგებლათ ამ მიზნით თურმე და ასეც ვიყავით დარწმუნებული, უბრალოდ ახლა მტკიცებულება გამოჩნდა. პირდაპირი დავალება იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. სულ რომ დავუჯეროთ იმ სიგიჟეს, რომ ჩავუყვეთ, რაც დაწერა, წაშალა და შემდეგ დაწერა რაღაც სულელური თავის მართლება, ამასაც რომ ჩავყვეთ, დღეს შეიხედეთ სოციალურ ქსელში, ზუსტად იგივე დავალებას თუ არ ასრულებდნენ მისი პარტიის აქტივისტები, მისი ტელევიზიები და რაღაცა „მკვლელი მთავრობა“ და მსგავს ნარატივს აძლიერებენ თუ არა მისი ამ მითითების შემდეგ. რად უნდა იმის წაშლა და არწაშლა, ყველამ იცოდა ეს ყველაფერი, უბრალოდ მან შემთხვევით დადებული საჯარო პოსტით დაადასტურა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკასპში ტყეში დაკარგული 66 წლის ქალი მე-5 დღეს იპოვეს
შემდეგი სტატიაქუთაისის კლინიკა “ბომონდში” ამ დროისთვის 31 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს