ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” ამ დროისთვის 31 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს

ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” ამ დროისთვის 31 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს. საავადმყოფოს ინფორმაციით, 6 ორსული გამოჯანმრთელდა და მათ საავადმყოფო უკვე დატოვეს.

მეან-გინეკოლოგ გიორგი სხილაძის თქმით, ინფიცირებული ორსულები იმერეთიდან, აჭარიდან და გურიის რეგიონებიდან იყვნენ.

“იცით, რომ “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი ერთადერთია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, რომელიც ინფიცირებულ ან კიდევ ვირუსზე საეჭვო პაციენტებს იღებს. გვყავდა 31 კვირის ორსული აჭარიდან, რომელსაც ფილტვის ქსოვილის 70 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და ბინაზე გაეწერა. ასევე გვყავდნენ ორსულები საკმაოდ მაღალქულიანი პნევმონიით და სუნთქვის უკმარისობით. ექიმების ჩართულობის შედეგად, მოხდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესება. გასული 24 საათის განმავლობაში გვქონდა მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემთხვევები. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენთან მყოფი თითოეული პაციენტი ოჯახში გამოჯანმრთელებული დაბრუნდეს და მინდა მივმართო მათ, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია ვაქცინა: გთხოვთ, აუცილებლად ჩაიტარეთ ვაქცინაცია და დაგვეხმარეთ, რომ ერთად გადავრჩეთ,”- ამბობს გიორგი სხილაძე.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ დადო პოსტი, რომელიც უნდა ჩაეგდო შიდა ჯგუფში
შემდეგი სტატიალილუაშვილი – შევძლებთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას