მდინარაძე – ლობიზმის დაშვების საკითხი მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა შეიძლება მსჯელობაც

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „გირჩის“ მიერ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ინიციატივა სხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც მოიპოვებს მხარდაჭერას, მასზე მსჯელობა შეიძლება.

„ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა ფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა. მაგრამ მგონია, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა, შეიძლება ამაზე მსჯელობაც. აბა, ვნახოთ, იაგოს ხვიჩიას, „გირჩის“ მოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი – თუ აშშ ისრაელის საპასუხო ქმედებას მხარს დაუჭერს, ამერიკული ბაზები ჩვენი სამიზნე გახდება
შემდეგი სტატიაჩვენ, ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევს “ოცნება” – ნაციონალური მოძრაობის იურისტი